მოსამართლის გადაწყვეტილება აბსოლუტურად უკანონო იყო, - ასე გამოეხმაურა დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტების, ვატო ყიფიანისა და კიდევ 3 პირის ადვოკატი, მარიკა ფხალაძე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
ფხალაძის თქმით, პატიმრობის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა.
„აღკვეთის ღონისძიების მიზნები ამ ეტაპზე უზრუნველყოფილია, რადგან ხუთივე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება, ყველას პატიმრობა აქვს შეფარდებული, პავლე გოცირიძეს კი, 9-წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და კიდევ 2 წელი აქვს დარჩენილი სასჯელი.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთი პირი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, მაგრამ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით მათ გამოძიებისთვის ინფორმაცია არ მიუწვდიათ, სასამართლოს თავიანთი პოზიციის შესახებ ინფორმაციას თავად მიაწვდიან.
ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, ერთ რამეს შევახსენებ საზოგადოებას. გახსოვთ ალბათ, მათი [ფეიქრიშვილების] გამოგზავნილი წერილები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სადაც გარედან შველას ითხოვდნენ, რომ ორი ძმიდან ერთ-ერთი მაინც გარეთ გამოსულიყო. ვთვლი, რომ ის, რაც დღეს ხდება, იმ სცენარის გაგრძელებაა, რომლითაც არაფერი გამოუვიდათ და ახლა დაიწერა ახალი სცენარი",- განაცხადა ფხალაძემ.
მისი თქმით, ფეიქრიშვილებსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ერთმანეთთან წარსულში უთანხმოება არ ჰქონიათ.
კითხვაზე, თუ რა სამართლებრივი სტატუსი აქვს ვატო ყიფიანს იმ საქმეში, რომელშიც მას ფეიქრიშვილების მკვლელობის შეკვეთას ედავებოდნენ, ადვოკატი ასე პასუხობს:
„ამ საქმეზე ვატო ყიფიანი გამართლებულია და საქმე გამამართლებელი განაჩენით დასრულდა. დაზარალებულად იყვნენ ცნობილი ფეიქრიშვილები, მათ საქმის მასალები იცოდნენ. მათ თავის დროზე, საგამოძიებო ორგანოებს განუცხადეს, რომ საფუძველი და ეჭვი იმისა, რომ ეფიქრათ რომ ყიფიანს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მათი მკვლელობის მომზადების დაგეგმვაში, არ ჰქონდათ. წყენა არ ყოფილა, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეს არის ფეიქრიშვილის დადგმული მორიგი სცენარი",- განაცხადა ფხალაძემ.SS.GEროგორ მოხვდე აქიყიდება 6 ოთახიანი ბინა ვერაზეგირავდება 4 ოთახიანი ბინა გლდანშიგირავდება 4 ოთახიანი ბინა დიდუბეშიიყიდება 3 ოთახიანი ბინა ვაკეში
თბილისი - ანტალია 227.70 ლარიდანfly.geთბილისი - ჰერაკლიონი 520.90 ლარიდანfly.geთბილისი - ბუდაპეშტი 400.50 ლარიდანfly.geთბილისი - რომი 281.30 ლარიდანfly.ge"შროტმი, ქარი, წვიმა, სეტყვა" - როდიდან გაუარესდება ამინდი საქართველოში?palitravideo.geიმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ხვალ წყალი შეწყდებაpalitravideo.ge"არსებობს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები" - რა დაფიქსირა სამეთვალყურეო კამერამ მკვლელობის დღეს?palitravideo.ge"თავისუფლების მოედნის" მეტროში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალაpalitravideo.ge
სამართალი14.11.2026 / 16:04ააპროკურორი - დადგენილია, რომ ვახტანგ ჟვანიამ ფირცხალავას სთხოვა, კონკრეტული პირები განეთავსებინა დავით ფეიქრიშვილის საკანში, ამის შემდეგ ფირცხალავა პატარიძეს უთითებს, რომ დააკმაყოფილოს თხოვნა და მანაც გაითვალისწინა - მიგვაჩნია, რომ გირაო იქნება საკმარისიგიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას ბრალდება წარედგინათ, მანამდე ისინი მოწმის სახით გამოკითხულები არიან და დეტალური ინფორმაცია აქვთ მოწოდებული გამოძიებისთვის - გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ ბრალდების მხარეს გირაოს მოთხოვნა აქვს,- ამის შესახებ დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულების, პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძისა და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის რამაზ ფირცხალავას საქმის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმ დროისთვის პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, როდესაც ბრალდებული ვატო ყიფიანის თხოვნა გაითვალისწინა და №8 პენიტენციური დაწესებულების იმჟამინდელ დირექტორის რამაზ ფირცხალავას, მიუთითა დავით ფეიქრიშვილის საკანში კონკრეტული პირების შესახლებისკენ.
„დადგენილია შემდეგი ფაქტი, რომ ვახტანგ ჟვანიამ [ვატო ყიფიანმა] რამაზ ფირცხალავას [№8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი] სთხოვა, რომ კონკრეტული პირები შეესახლებინა დავით ფეიქრიშვილის საკანში. ამის შემდეგ რამაზ ფირცხალავა უკავშირდება გიორგი პატარიძეს [პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორი], რომელიც რამაზ ფირცხალავას მიუთითებს, რომ დააკმაყოფილოს [ვატო ყიფიანის] თხოვნა დავით ფეიქრიშვილის საკანში კონკრეტული პირების შესახლების თაობაზე. ამით კი დადგენილია შემდეგი ფაქტები - ის რომ ვახტანგ ჟვანიამ, რამაზ ფირცხალავას სთხოვა, რომ კონკრეტული პირები განეთავსებინა დავით ფეიქრიშვილის საკანში, ამის შემდეგ ფირცხალავა უკავშირდება გიორგი პატარიძეს, რომელიც უთითებს რომ დააკმაყოფილოს თხოვნა დავით ფეიქრიშვილის საკანში შესახელების თაობაზე. მან გაითვალისწინა მისი სთხოვა და ამ ქმედებით სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა.
გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ ბრალდების მხარეს გირაოს მოთხოვნა აქვს, მიგვაჩნია, რომ გირაო სრულად იქნება საკმარისი აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა თამარ ყულჯანიშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, N 8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება .რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.