ALDE-ს რეზოლუცია - მოვუწოდებთ ევროკავშირს, ევროპულ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს, მოხდეს ივანიშვილის, გადაწყვეტილების მიმღების პირებისა და რეპრესიების ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ აქტივების გაყინვა და სამოგზაურო შეზღუდვები - Palitra News

ALDE-ს რეზოლუცია - მოვუწოდებთ ევროკავშირს, ევროპულ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს, მოხდეს ივანიშვილის, გადაწყვეტილების მიმღების პირებისა და რეპრესიების ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ აქტივების გაყინვა და სამოგზაურო შეზღუდვები

2026-11-14 19:46:43+04:00

ALDE-ს რეზოლუცია - „საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დაცვა და პოლიტიკური რეპრესიების დასრულება“, მოუწოდებს ევროკავშირს ევროპულ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს რომ „მოხდეს ივანიშვილის, პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიმღების პირებისა და რეპრესიების ხელშემწყობი ლეგალურად სანქცირებადი პირების წინააღმდეგ კოორდინირებული აქტივების გაყინვა და სამოგზაურო შეზღუდვები”.

ასევე, „ევროკავშირის შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში, მოხდეს კოორდინირებული ეროვნული ზომების მიღება“.

„[ურთიერთობების] ნორმალიზება დამოკიდებული იყოს გაზომვად დემოკრატიულ პროგრესზე, პატიმრების გათავისუფლებაზე და საარჩევნო მოგვარებაზე; შენარჩუნდეს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კავშირები.

მხარი დაუჭიროთ დამოუკიდებელ ჟურნალიზმს, სამართლებრივ დაცვას, ძალის ბოროტად გამოყენების დოკუმენტირებას და სამოქალაქო მონაწილეობას, მათ შორის გადასახლებულებს შორის; იყოს სასამართლოს პროცესებისა და დაკავებების მონიტორინგი; საჯაროდ დაუპირისპირდით ხელის შეშლას.

შენარჩუნდეს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, საგანმანათლებლო და პირადი კავშირები, და საქართველოს ევროპული მომავალი დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით, სუვერენიტეტითა და ტერიტორიული მთლიანობით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

პირობას ვდებთ რომ:

შენარჩუნდება ქართული წევრი პარტიების მონაწილეობა ALDE-ში შიდა პოლიტიკური აკრძალვების მიუხედავად.

ბიუროს მეშვეობით მოვახდენთ ქართველ წევრებთან და Renew Europe-თან კოორდინაციას პოლიტპატიმრებზე, სასამართლო პროცესების მონიტორინგზე და სანქციებზე; სამი თვის განმავლობაში ანგარიშს გამოვაქვეყნებთ და მოვახდენთ ლიბერალური ოფიციალური პირების მობილიზებას“,- ნათქვამია დოკუმენტში, რომლის ტექსტსაც „დროა“ ავრცელებს.