პარტიების აკრძალვის საქმე - საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა ორშაბათს გაგრძელდება - Palitra News

პარტიების აკრძალვის საქმე - საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა ორშაბათს გაგრძელდება

2026-11-14 20:35:16+04:00

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ორშაბათს, 14:00 საათზე გაგრძელდება. ბოლო სხდომაზე მოსამართლეთა შეკითხვები ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ეხებოდა. მმართველი გუნდი ოპონენტებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს. საკითხს პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიაც გამოეხმაურა.