დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე 5 ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს პატიმრობა შეეფარდა, პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებს, გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას კი 10-10 ათასი ლარის გირაო. ძალადობის ფიგურანტების შემთხვევაში, პროკურატურა 5-ვე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ბრალდების თანახმად, ფეიქრიშვილს საკანში რამდენიმე დღის განმავლობაში ჯგუფურად უსწორდებოდნენ. პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნების შემთხვევაში კი, საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების კუთხით მიმდინარეობს.