5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან გაგრძელდება - Palitra News

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან გაგრძელდება

2026-11-16 09:18:58+04:00

ირანი ბაჰრეინში ამერიკულ სამხედრო ობიექტზე მორიგი იერიშის შესახებ იუწყება. ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებით, ექვსი დრონი ალ-რიფაას ვერტმფრენების ბაზაზე განთავსებული ამერიკული საჰაერო თავდაცვის რადარის წინააღმდეგ გამოიყენეს. თეირანი თავდასხმას აშშ-ის მოქმედებებზე საპასუხო ნაბიჯად აფასებს. ბაჰრეინის სამხედრო უწყების ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანული საჰაერო იერიშები სამიზნეებამდე მისვლამდე მოიგერიეს. ამერიკულ და ბაჰრეინულ მხარეებს რადარის დაზიანება არ დაუდასტურებიათ. ეს ირანის მიერ ბაჰრეინში ამერიკულ ობიექტებზე თავდასხმის შესახებ ბოლო დღეებში გაკეთებული მეორე განცხადებაა. რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბულია, ხოლო საუდის არაბეთმა, კატარმა, იორდანიამ და ეგვიპტემ ირანის მოქმედებები დაგმეს.