შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით თავდასხმის სამიზნე აზერბაიჯანული ეკიპაჟით დაკომპლექტებული ტანკერი გახდა. გემ „ალი ნაჯაფოვზე“ თავდასხმის დროს 14 ადამიანი იმყოფებოდა 13 აზერბაიჯანის და ერთი თურქეთის მოქალაქე. აზერბაიჯანული მეზღვაურების მხარდაჭერის საზოგადოებრივი კავშირის ინფორმაციით, ინციდენტი სულინას პორტთან ახლოს, 15 ნოემბრის ღამეს მოხდა. აფეთქების შემდეგ გემზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ეკიპაჟმა ცეცხლის გავრცელება და საწვავის ავზებზე გადასვლა თავიდან აიცილა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ეკიპაჟი კი ევაკუაციას ელოდება. პარალელურად, რუმინეთის სანაპიროსთან 13 და 14 ნოემბერს კიდევ სამი კომერციული გემი დაზიანდა დრონებით თავდასხმების შედეგად. რუმინეთის ხელისუფლებას თავდასხმების უკან მდგომი მხარე ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია.