ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმს უმასპინძლებენ. ღონისძიების დროს მონაწილეები განიხილავენ გაფართოების როლს ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ შეუძლია რეფორმებს, ინვესტიციებსა და ზრდას დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პროცესის წარმართვა და ევროპის უსაფრთხოებისა და მდგრადობის ხელშეწყობა. საქართველო ფორუმზე მიწვეული არ არის.