ევროკავშირის გაფართოების ფორუმი საქართველოს გარეშე - ხელისუფლების პასუხი კრიტიკაზე - Palitra News

ევროკავშირის გაფართოების ფორუმი საქართველოს გარეშე - ხელისუფლების პასუხი კრიტიკაზე

2026-11-16 12:34:24+04:00

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმი იმართება. ევროპელმა ლიდერებმა გაფართოების პარტნიორი ქვეყნების მიერ ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მიღწეული პროგრესი, უნდა განიხილონ. ღონისძიებაზე საქართველო მიწვეული არ არის. ქვეყნის ხელისუფლება უფრო დაბალ დონეზე დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს თუმცა "ქართული ოცნება" დაბალი რანგის შეხვედრებზე უარს ამბობს.