ALDE -ს შეფასებით, „ქართული ოცნების“ ქმედებებს ევროკავშირმა მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს - Palitra News

ALDE -ს შეფასებით, „ქართული ოცნების“ ქმედებებს ევროკავშირმა მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს

2026-11-16 20:58:04+04:00

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი - ALDE საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვას ავტორიტარული რეპრესიების გაღრმავებად აფასებს. ორგანიზაციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ქმედებებს ევროკავშირმა მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს. ისინი ივანიშვილის, გადაწყვეტილების მიმღები ოფიციალური პირებისა და რეპრესიების ხელშემწყობი ადამიანების წინააღმდეგ აქტივების გაყინვასა და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ.