უკრაინაში ომის დამთავრების შესახებ მოლაპარაკებებში მოსკოვმა ახალი მოთხოვნა წამოაყენა - რუსეთი ევროპის უსაფრთხოების სისტემის გადახედვას ითხოვს. კრემლის პოზიციით, სამშვიდობო შეთანხმება კონტინენტზე უსაფრთხოების ახალი წესების განსაზღვრასაც უნდა მოიცავდეს. ევროპელი ლიდერები კი აცხადებენ, რომ მათი მონაწილეობის გარეშე ამ საკითხებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება. ვაშინგტონი მოლაპარაკებების გაფართოებას და მომდევნო რაუნდში ევროპული ქვეყნების ჩართვას ცდილობს.