ჩვენ, პალიტრანიუსს, კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს წინ და თქვენი ჩართულობით, უფრო სწრაფ ტემპში განვვითარდებით.
- ჩვენ მყარად ვდგავართ როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედია და უკვე 30 წელია, ვიცავთ მკითხველის, მსმენელის და მაყურებლისთვის დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდების პოლიტიკას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ჩვენს მისიად მიგვაჩნია და ხდება ჩვენი პერიოდული კონტრიბუციით. ეს კონტრიბუცია, ანუ დოტაცია, ხდება ჩვენივე სხვა მედია ბიზნესებიდან (მოგეხსენებათ, რომ ყველა ტელევიზია, საქართველოში - დოტაციურია, ასევეა პალიტრანიუსიც, თუმცა მისი დოტაცია სხვა ტელევიზიებთან შედარებით მნიშვნელოვნად მცირეა).
- ჩვენ მუდმივად მხარს ვუჭერთ ქართულ ბიზნესს, ქართულ წარმოებას და გავაგრძელებთ აღნიშნულს.
- დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც IPN-ია დღეს ყველა საქმიანი ადამიანისთვის სანდო ინფორმაციის მიღების წყარო, სწორედ ასეა Palitra News-იც. ჩვენი პლატფორმები ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს სწორედ ისე როგორც ჩვენ ვავსებთ და ვაძლიერებთ ერთმანეთს;
- ზოგიერთი თქვენგანი აქტიურად თანამშრომლობს პალიტრანიუსთან, რაც ძალიან გვეხმარება და გვამოტივირებს. ყველა თქვენგანი ბიზნესმენია, თქვენ არაერთ ბიზნესს მართავთ. თითოეულმა თქვენგანმა, რომ განათავსოს ყოველთვიურად, სტაბილურად, რეკლამა პალიტრანიუსში, ეს სრულიად საკმარისი იქნება განვითარების სწრაფი ტემპის შესანარჩუნებლად. ტელევიზია, დღეს, უკვე აღარ არის მედია მხოლოდ „ტელევიზორში“, ის ერგება თანამედროვეობას და უკვე მრავალი ციფრული არხით (იუთუბი, სოცმედია და ა. შ.) და აპლიკაციით მაუწყებლობს. თუ თქვენც მიგაჩნიათ, რომ თავისუფალი მედია, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, ეს თქვენი წვლილი იქნება დამოუკიდებელი მედიის და შესაბამისად, ქვეყნის მხარდაჭერასა და განვითარებაში.
თქვენი ჩართულობა, თქვენი ბიზნესის რეკლამირებით, გარდა იმისა, რომ ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის წინსვლას, საშუალებას მისცემს პალიტრანიუსს, რომ უფრო სწრაფად განვითარდეს, უფრო ინოვაციური გახდეს და ყველას უფრო მოგვეწონოს!
აქვე ვაცხადებთ, რომ უახლოესი 10 წელი ჩვენ არ მოვახდენთ პალიტრანიუსიდან დივიდენდის გატანას, რაც არ უნდა დიდი შემოსავალი ჰქონდეს. ეს უკვე გავწერეთ წესდებაში! ნამატ თანხას, მთლიანად მივმართავთ ტელევიზიის განვითარებაზე და ამას თქვენ, როგორც მაყურებელი, თავად იგრძნობთ. ღია ვართ, რჩევებისათვის თქვენგან და სიამოვნებით მივიღებთ, როგორც რჩევებს, ისე შენიშვნებს.
ერთად ვიზრუნოთ საქართველოს განვითარებაზე და გამარჯვებაზე!
„TV პალიტრანიუსი“