41 მილიონი ლარის მითვისების საქმე - პროკურატურამ მეტროს ვაგონების შეკეთებისა და მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხების მითვისების ბრალდებით 4 პირი დააკავა - Palitra News

41 მილიონი ლარის მითვისების საქმე - პროკურატურამ მეტროს ვაგონების შეკეთებისა და მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხების მითვისების ბრალდებით 4 პირი დააკავა

2026-11-17 10:01:24+04:00

41 მილიონი ლარის მითვისების საქმე - პროკურატურამ მეტროს ვაგონების შეკეთებისა და მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხების მითვისების ბრალდებით 4 პირი დააკავა. მათ შორისაა სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილი. გამოძიების ინფორმაციით, 2017-2024 წლებში ჩატარებული 27 ტენდერის ფარგლებში, ბრალდებულებმა 145 მილიონი ლარიდან 41 მილიონზე მეტი მიითვისეს. თანხის დასაუფლებლად კი სატრანსპორტო კომპანიას სათადარიგო ნაწილებს ყალბი დოკუმენტებითა და ხელოვნურად გაზრდილი ფასებით აწვდიდნენ. სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი 2 მილიონი ლარის გირაო. ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს და მომხდარზე კახა კალაძის პასუხისმგებლობას ხედავს.