ზედიზედ მეორედ - საქართველო ევროკავშირის დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალს მიღმა დარჩა - Palitra News

ზედიზედ მეორედ - საქართველო ევროკავშირის დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალს მიღმა დარჩა

2026-11-17 10:02:30+04:00

ზედიზედ მეორედ - საქართველო ევროკავშირის დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალს მიღმა დარჩა. საქართველო ზედიზედ მეორედ არ მიიწვიეს უფრო მაღალი დონის შეხვედრაზე, თუმცა მონაწილეობა მინისტერიალში შესთავაზეს და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო. მინისტერიალზე ევროპელმა ლიდერებმა პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მიღწეული პროგრესი განიხილეს. ევროპელი ლიდერებისთვის გაუგებარია, რატომ თქვა ქართულმა მხარემ უარი შეთავაზებაზე. მმართველი გუნდი კი ბრიუსელისგან ღირსეულ მიწვევასა და განსხვავებულ დამოკიდებულებას ითხოვს. ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ოპოზიციაც.