კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ანგარიშზე 1 მილიარდ 157 მილიონი ლარის დასაკუთრებული ქონებაა. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშიდან ხდება ცნობილი. სწორედ ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ დასაკუთრებული ქონების თითქმის 74% მხოლოდ ორ ბანკზე მოდის. ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით „თიბისი ბანკი“ ლიდერობს და მის წილად თითქმის 464 მილიონი ლარის ქონებაა. მეორე პოზიციაზე კი საქართველოს ბანკია, დაახლოებით 394 მილიონიანი ქონებით. ასევე აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში დაახლოებით 131 მლრდ ლარის უძრავი ქონებაა დაგირავებული. ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, გირავნობის სახით ყველაზე დიდი მოცულობით უძრავი ქონება 2 ბანკის - საქართველოს ბანკისა და თიბისის ანგარიშზეა. მათზე მთლიანი თანხის თითქმის 75.6% მოდის. ცნობისთვის, სებ-ის ინფორმაციით 2026 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე სულ 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.