10 თვეში საქართველოს პორტებში 17 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი გადამუშავდა, რაც ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - Palitra News

10 თვეში საქართველოს პორტებში 17 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი გადამუშავდა, რაც ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

2026-11-17 14:48:54+04:00

10 თვეში საქართველოს პორტებში 17 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი გადამუშავდა, რაც ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერის პერიოდში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად 17 მილონ 100 ათას ტონაზე მეტი ტვირთი გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი კი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალია.„ამავე პერიოდში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 690 ათას TEU-ს გადააჭარბა, რაც 10%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის შესაბამის პერიოდში დაფიქსირებული მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რომ ტვირთების ზრდა დაფიქსირდა ყველა ცალკეულ ნავსადგურსა და ტერმინალში, ასევე ტვირთების ყველა ძირითად კატეგორიაში. საანგარიშო პერიოდში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში/ტერმინალებში შემოსული გემების საერთო ტონაჟმა 19.2 მლნ. შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია.ამავე პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში/ტერმინალებში შემოვიდა 1 551 გემი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იან ზრდას წარმოადგენს,“ - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.