ლიბერთის, ბაზისბანკ ჯგუფის წევრის ინიციატივით, ყოველწლიური ღონისძიება Craft Your Future Career 2026 გაიმართა. - Palitra News

ლიბერთის, ბაზისბანკ ჯგუფის წევრის ინიციატივით, ყოველწლიური ღონისძიება Craft Your Future Career 2026 გაიმართა.

2026-11-17 14:49:20+04:00

Craft Your Future Career შვიდი წელია ტარდება და დასაქმებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აერთიანებს. წლევანდელი შეხვედრა განახლებული კონცეფციით ჩატარდა და სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ბაზისბანკ ჯგუფში არსებულ კარიერულ შესაძლებლობებსა და პროფესიული განვითარების მიმართულებებზე.

Craft Your Future Career ქმნის სივრცეს, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, უშუალოდ შეხვდნენ საბანკო სექტორის წარმომადგენლებს, გაეცნონ მათ პროფესიულ გამოცდილებას, მიიღონ პრაქტიკული რჩევები და უკეთ დაინახონ საკუთარი კარიერული განვითარების პერსპექტივები.

წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ახალგაზრდების რეალურ კარიერულ ისტორიებს დაეთმო. სტუდენტებმა მოისმინეს იმ ადამიანების გამოცდილება, რომლებმაც პროფესიული გზა სტაჟირებით დაიწყეს და დღეს უკვე საბანკო სფეროს სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებიან.

Craft Your Future Career მხოლოდ გამოცდილების გაზიარების ღონისძიება არ არის – ეს არის შესაძლებლობა, ახალგაზრდები შეხვდნენ საბანკო სფეროს პროფესიონალებს და უშუალოდ მათგან მიიღონ ინფორმაცია პროფესიული განვითარების სხვადასხვა ეტაპისა და შესაძლებლობის შესახებ.

ლიბერთისთვის, ბაზისბანკ ჯგუფის წევრისთვის, ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. Craft Your Future Career ამ მიდგომის გაგრძელებაა – პლატფორმა, რომელიც სტუდენტებს რეალურ პროფესიულ გამოცდილებასთან აკავშირებს, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და მომავალი კარიერული ნაბიჯების დაგეგმვაში ეხმარება.

Craft Your Future Career 2026 დასრულდა და კიდევ ერთხელ გააერთიანა ახალგაზრდები, გამოცდილი პროფესიონალები და ახალი იდეები მთავარი გზავნილით – „ერთი ჯგუფი, მეტი შესაძლებლობა“.

ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-ზე მეტი ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

2026 წლის 9 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12.4 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.4 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 9 თვის წმინდა მოგებამ 178.6 მილიონი ლარი შეადგინა.