41 მილიონი ლარის მითვისების საქმე - პროკურატურამ მეტროს ვაგონების შეკეთებისა და მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხების მითვისების ბრალდებით 4 პირი დააკავა. მათ შორისაა სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილი. გამოძიების ინფორმაციით, 2017-2024 წლებში ჩატარებული 27 ტენდერის ფარგლებში, ბრალდებულებმა 145 მილიონი ლარიდან 41 მილიონზე მეტი მიითვისეს. ოპოზიცია კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.