ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დღეს, 11:00 საათზე განახლდება - Palitra News

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დღეს, 11:00 საათზე განახლდება

2026-11-18 09:55:00+04:00

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დღეს, 11:00 საათზე განახლდება. პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა ამჯერად შეკითხვებს მოსარჩელე მხარე მოპასუხეებს დაუსვამს. გასულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებდნენ მტკიცებულებების მნიშვნელობაზე და აცხადებდნენ, რომ სასამართლომ პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად კონკრეტული ფაქტები უნდა შეაფასოს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დავის შედეგი მხოლოდ ხუთი პარტიის პოლიტიკურ მომავალს არ განსაზღვრავს. მათი შეფასებით, საქმე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა და ევროპული მომავლის საკითხსაც უკავშირდება.