რუსეთსა და უკრაინას შორის საჰაერო შეტევები გრძელდება, პარალელურად კი დიპლომატიური მოლაპარაკებების ახალი ეტაპისთვის მზადება მიმდინარეობს. მოსკოვის განცხადებით, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ათეულობით რეგიონს შეუტიეს. ზედიზედ მეორე დღეა, შეტევის სამიზნე ყირიმის ხიდიც გახდა. უკრაინის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო და დრონებით იერიშის შედეგად კიევში ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ამ ფონზე უკრაინა, აშშ და ევროპელი პარტნიორები მოლაპარაკებებისთვის საერთო პოზიციაზე მუშაობენ. ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ევროპა პროცესში უკვე ჩართულია. მისი შეფასებით, უკრაინას ზამთრის გადასატანად და მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიციის შესანარჩუნებლად სამხედრო დახმარება სჭირდება. მოსკოვს კი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპელების მონაწილეობა ჯერ არ დაუდასტურებია.