რუსეთის კემეროვოს ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი 19 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი სოფელ იაგუნოვოსთან, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ჩამოვარდნის ადგილზე გაჩენილი ხანძარი საგანგებო სამსახურებმა ჩააქრეს. მომხდარის მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს.