თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ახალგაზრდა კომპოზიტორის, ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძის სავიოლინო კონცერტის, “სატურნის პოემების” მსოფლიო პრემიერა გაიმართა. მუსიკალურმა საღამომ კლასიკური მუსიკის რამდენიმე ჟანრი გააერთიანა. მსმენელის წინაშე 88-კაციანი ორკესტრი, ოპერის გუნდი და ქარველი სოლისტები წარდგნენ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე იდგნენ დებიუტანტებიც. მუსიკალური საღამოს შესახებ უფრო მეტს ელენე ჩოხელის სიუჟეტიდან შევიტყობთ.