რა გამოხმაურებები მოჰყვა ელისო კილაძის განაჩენს - Palitra News

რა გამოხმაურებები მოჰყვა ელისო კილაძის განაჩენს

2026-11-18 12:09:20+04:00

ელისო კილაძეს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე 10 წლით პატიმრობა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას ორი ავტომობილი და 30 ათასი დოლარიც ჩამოართვა. ჟურნალისტი ბრალდებას არ აღიარებს. პროკურატურა მას ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მონაწილეობას ედავებოდა. უწყების ვერსიით, კილაძე დანაშაულებრივ საქმიანობას საინფორმაციო მხარდაჭერას უწევდა და სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდა. ჟურნალისტი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა. განაჩენს ოპოზიცია აკრიტიკებს, მათ შორის სასჯელის სიმკაცრის გამო.