ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმების შედეგად დარღვევები 14 ნიმუშში გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით 111 სადგურიდან საწვავის 111 სინჯი აიღო. ლაბორატორიული კვლევით, შეუსაბამობა დიზელის 12 და ბენზინის 2 ნიმუშში დადასტურდა. გამოვლენილი დარღვევებისთვის ჯარიმების საერთო ოდენობა დაახლოებით მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს. საქმის მასალები შესაბამის სასამართლოებს გადაეგზავნება.