გორში „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის“ მორიგი ტრენინგ-სემინარი გაიხსნა - Palitra News

გორში „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის“ მორიგი ტრენინგ-სემინარი გაიხსნა

2026-11-18 12:34:41+04:00

გორში „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის“ მორიგი ტრენინგ-სემინარი გაიხსნა. ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი უძღვებოდა. სემინარი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მასში ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის ახალგაზრდები მონაწილეობენ. სამდღიანი პროგრამა მოიცავს სამოქალაქო თანასწორობის, ადამიანის უფლებების, მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საკითხებს. ინიციატივა ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერებას ისახავს მიზნად.