ჩინეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი იწყება - რა მოლოდინები აქვთ მსოფლიო ლიდერებს - Palitra News

ჩინეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი იწყება - რა მოლოდინები აქვთ მსოფლიო ლიდერებს

2026-11-18 12:35:39+04:00

ჩინეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი იწყება. რუსეთის პრეზიდენტი შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში სი ძინპინს შეხვდება. მხარეები ენერგეტიკულ თანამშრომლობას, ფინანსებს, ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტს განიხილავენ. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ომიც იქნება. პუტინი ჩინელ კოლეგას შეერთებულ შტატებთან ბოლო კონტაქტებისა და მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ასევე დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის.