შსს - ყიფშიძის ქუჩაზე ერთი პირია მოკლული - სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში - Palitra News

შსს - ყიფშიძის ქუჩაზე ერთი პირია მოკლული - სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში

2026-11-18 19:15:06+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე ერთი პირია მოკლული. მათივე ცნობით, მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, გარდაცვლილია ერთი პირი. მკვლელობა გახსნილია ცხელ კვალზე. სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები",- აცხადებენ შსს-ში.