ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობის ადგილას ექსპერტ -კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ავტოფარეხში მოხდა, მოკლულია 80 წლამდე მამაკაცი. სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.