წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს. საბავშვო ბაღში შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიასაშუალება TOK TV-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, პოლიციას მშობელი დაუკავშირდა. ამავე ინფორმაციით, აღსაზრდელებს ფიზიკურად ეხებოდნენ, ძილის დროს სახეზე ბალიშებს აფარებდნენ, კუთხეში აყენებდნენ და თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.