საკონსტიტუციო სასამართლოში აქციების საკითხზე მხარეებს შორის მწვავე კამათი გაიმართა - Palitra News

საკონსტიტუციო სასამართლოში აქციების საკითხზე მხარეებს შორის მწვავე კამათი გაიმართა

2026-11-18 20:40:29+04:00

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური დაპირისპირება მხარეებს შორის მწვავე კითხვებისა და ურთიერთბრალდებების რეჟიმში გაგრძელდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ოპოზიციას 2023-2025 წლებში გამართულ აქციებში მონაწილეობასთან და ამ პროცესებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა აქციების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პროტესტი ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს მოჰყვა.