საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომობილები და მოქალაქეების სხვა პირადი ქონება. ადგილზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კომპანიის მხრიდან ზარალი სრულად ანაზღაურდება.