ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა. მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ვახო სანაიას ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ. იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტმა პირველი კომენტარიც გააკეთა.