ცხოველთა უფლებადამცველები თავშესაფრებში გამოძიების დაწყებას ითხოვენ - მერია ბრალდებებს უარყოფს - Palitra News

ცხოველთა უფლებადამცველები თავშესაფრებში გამოძიების დაწყებას ითხოვენ - მერია ბრალდებებს უარყოფს

2026-11-18 20:48:55+04:00

ძაღლების ხოცვა უნდა შეჩერდეს - ამ სახელწოდებით დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცხოველთა უფლებადამცველები უკვე რამდენიმე კვირაა, მუნიციპალურ თავშესაფრებში საგამოძებო მოქმედებების ჩატარებას ითხოვენ და ცხოველთა მიმართ არაჰუმანურ მოპყრობაზე საუბრობენ. ბრალდებებს უარყოფს დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახური და თავად კახა კალაძეც.