„დემოკრატებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე ჰაკიმ ჯეფრისის კანდიდატურა წარადგინეს, - ინფორმაციას NBC News- ავრცელებს.
მომავალი სპიკერის თანამდებობაზე ჰაკიმ ჯეფრისის კანდიდატურას მხარი წარმომადგენელთა პალატის 251-მა „დემოკრატმა“ წევრმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 11-მა მისცა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სპიკერს 3 იანვარს, კონგრესის ახალი შემადგენლობის მუშაობის დაწყების პირველივე დღეს აირჩევს.
ჰაკიმ ჯეფრისს სპიკერის თანამდებობაზე ასარჩევად 218 ხმა სჭირდება. აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების უახლესი მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებს“ 257 მანდატი აქვთ.
არჩევის შემთხვევაში, ჰაკიმ ჯეფრისი აშშ-ის ისტორიაში წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი გახდება.