გაიზარდა თუ არა ქვეყანაში კრიმინალი და რას უკავშირდება ბოლო დროს გახშირებული კრიმინალური დაპირისპირებები. ოპოზიციის მოსაზრებით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში კრიმინალმა კატასტროფულ ზღვარს მიაღწია, რაზეც პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ. მათი შეფასებით, ფიზიკური დაპირისპირება ქვეყნის ყოველდღიურობა გახდა. ამის მიზეზად ოპოზიცია მმართველი გუნდის პოლიტიკას ასახელებს, გადაჭრის გზად კი შესაბამისი უწყებების მეტი პასუხისმგებლობით მუშაობა ესახება.