თბილისში, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი.
სავარაუდოდ, არის სულ მცირე ერთი დაშავებული.