გაეროს ხელოვნური ინტელექტის ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერიძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა. “ვინ აკონტროლებს მომავალს?” - ასე ერქვა შეხვედრას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მმართველობას, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და გლობალურ AI სტრატეგიებს ეხებოდა. საჯარო ლექციას ტექნოლოგიების სფეროს ტოპ-მენეჯერები, მეცნიერები, მკვლევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ირაკლი ბერიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმას, თუ ვინ უნდა აკონტროლებდეს AI სისტემების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო განვითარებისთვის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.