46 ათასზე მეტი ავარია და 315 დაღუპული 9 თვეში - Palitra News

46 ათასზე მეტი ავარია და 315 დაღუპული 9 თვეში

2026-11-19 13:45:31+04:00

46 ათასზე მეტი ავარია და 315 დაღუპული 9 თვეში. ავტოსაგზაო შემთხვევის ძირითად მიზეზებს შორისაა სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლში გადასვლა და ქვეითის მიერ გადასასვლელის არასათანადოდ სარგებლობა. მოდი ვნახოთ მძიმე სტატისტიკა უფრო დეტალურად. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 46 082 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, აქედან 44 034 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ხოლო 2 048 საგზაო შემთხვევა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გადაკვალიფიცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ მძიმე შედეგებით დასრულდა. შედეგად, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაიღუპა 315, ხოლო დაშავდა - 3 252 ადამიანი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ავარია თბილისში დაფიქსირდა, სადაც 26 150 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, ხოლო 536 - სისხლის სამართლის კოდექსით დაკვალიფიცირდა. შემდეგი ავარიების სიმრავლით აჭარაა და ამ მძიმე სტატისტიკით მას იმერეთი მოსდევს. რაც შეეხება ავტოსაგზაოს შემთხვევების ძირითად გამომწვევ მიზეზებს, აქ ასეთი სურათი მივიღეთ: მოხვევის მანევრი; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; დისტანციის დაუცველობა; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში; საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა; შეჯახება დაბრკოლებაზე; მობრუნების მანევრი და გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა. ასე რომ კიდევ ერთხელ შევახსენებთ მძღოლებს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ - თქვენ მიერ გამოჩენილი სიფრთხილე და ყურადღება, სხვისი სიცოცხლეა!