საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დღეს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შეხვდება. საუბრის მთავარი თემები ვაჭრობა, ტურიზმი, ტრანსპორტი და კულტურული თანამშრომლობა იქნება. ყურადღებას იქცევს შეხვედრის ადგილიც: რუსეთი წლებია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მინსკში გადატანას ითხოვს, თუმცა ამ ინიციატივას ევროკავშირი, გაერო და ეუთო მხარს არ უჭერენ.