ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს - Palitra News

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს

2026-11-19 19:12:26+04:00

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს.

ახლა მაშველები დანარჩენ 3 პადამიანს ეძებენ.

მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ქალისა და ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს.

ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.