ოპოზიცია 28 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს — მსვლელობები ავლაბრიდან და თსუ-დან დაიწყება - Palitra News

ოპოზიცია 28 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს — მსვლელობები ავლაბრიდან და თსუ-დან დაიწყება

2026-11-19 20:57:41+04:00

ხელისუფლების ოპონენტები 28 ნოემბერს ჩაატარებენ საპროტესტო აქციას, რომელსაც აკრძალვის საფრთხის წინაშე მყოფი 5 ოპოზიციური გაერთიანების გარდა, სხვა ოპოზიციური ძალებიც უერთდებიან. 28 ნოემბერს დაგეგმილი დემონსტრაცია ორ მარშს გააერთიანებს - ერთი მსვლელობა ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, ხოლო მეორე მარში სტარტს აიღებს თსუ-ის პირველი კორპუსიდან, საბოლოო შეკრების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება.