ოპოზიცია ქვეყანაში კრიმინალის ზრდასა და გახშირებულ დაპირისპირებებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მათივე შეფასებით, ბოლო წლებში კრიმინალურმა ვითარებამ კატასტროფულ ზღვარს მიაღწია, ფიზიკური დაპირისპირება კი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. პრობლემის მოგვარების გზად კი სამართალდამცავი და შესაბამისი უწყებების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენას ასახელებენ.