ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია - ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - Palitra News

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია - ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

2026-11-19 21:01:28+04:00

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, გარდაცვლილთაგან 2 ქალი და 1 ბავშვია. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია გრძელდება - მაშველები კიდევ 4 ადამიანს ეძებენ. მანამდე მათ ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. დღეს დილით მომხდარი აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.