მინსკში რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეთა შეხვედრა დასრულდა. გიორგი ზურაბაშვილმა და მიხაილ გალუზინმა ჰუმანიტარულ საკითხებთან ერთად, რეგიონული უსაფრთხოებაც განიხილეს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრა რუსეთსა და საქართველოს შორის განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა. ამასთანავე, მხარეებმა რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას მიაღწიეს და კონტაქტების გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. თუმცა, კონკრეტულად რა საკითხებზე შედგა შეთანხმება, ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.