ბოლო ცნობები ფონიჭალიდან - ნანგრევებიდან 6 გარდაცვლილია ამოყვანილი - Palitra News

ბოლო ცნობები ფონიჭალიდან - ნანგრევებიდან 6 გარდაცვლილია ამოყვანილი

2026-11-20 09:12:40+04:00

ფონიჭალაში სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვია. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილი 7 წლის გოგონა 3 წლის გადარჩენილი გოგონას, თაიას დაა. აღსანიშნავია, რომ ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს მათი დედაც.

სამედიცინო დაწესებულებაში ჯამში სულ 5 მოქალაქე გადაიყვანეს. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.