რა შედეგით დასრულდა მინსკში ქართულ და რუსულ მხარეს შორის ხანგძლივი პაუზის შემდეგ გამართული პირველი ოფიციალური შეხვედრა. საქართველოს მთავრობა ადასტურებს ინფორმაციას რომ ქვეყნებმა რიგ შეთანხმებებს მიაღწიეს, თუმცა უწყება მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს. მთავრობის ადმინისტრაცია მხოლოდ იმას ამბობს რომ მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში. მათივე ცნბით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან შეხვედრა გუშინ გამართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ოპოზიცია ფიქრობს რომ აღნიშნული ფორმატი და შეხვედრის ადგილად ბელარუსის არჩევა ბევრ კითხვას ბადებს, რაზეც პასუხი მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გასცეს.