ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ფონიჭალაში, 19 ნოემბერს საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, ასევე 5 ადამიანი დაშავდა.