თბილისის სახანძრო სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი ფონიჭალაში მომხდარზე - მეხანძრე-მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში და მათ პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან - Palitra News

თბილისის სახანძრო სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი ფონიჭალაში მომხდარზე - მეხანძრე-მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში და მათ პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან

2026-11-20 14:42:32+04:00

მეხანძრე-მაშველებს ადგილზე გამოცხადებული მოქალაქეები სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში - მათ პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან, - ამის შესახებ თბილისის სახანძრო სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველები მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ.

„მეხანძრე-მაშველებს ადგილზე გამოცხადებული მოქალაქეები სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში. პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან. რაც შეეხება მეხანძრე-მაშველების მხრიდან დავალების შესრულებას - უსაფრთხოებას მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად დაცულები და თავიანთი საცხოვრებელი ბინებიდან პირველადი მოხმარების ნივთები გამოიტანონ,“ - განაცხადა მუსელიანმა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.