„ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა - როგორ მიმდინარეობს პროცესი - Palitra News

„ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა - როგორ მიმდინარეობს პროცესი

2026-11-20 15:38:24+04:00

„ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა. პროცესი კვლავ კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის შეკითხვა მოხსნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.