მინსკში საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ შეხვედრაზე რიგ საკითხებზე შეთანხმება შედგა, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. განსაკუთრებული ყურადღება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას დაეთმო. ოპოზიცია შეხვედრის ფორმატსა და ადგილთან დაკავშირებით, ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს.