უზენაესმა სასამართლომ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, პატიმრის წამების საქმეზე სასჯელი დაუმძიმა. პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, თავდაპირველად შეფარდებული 9-წლიანი პატიმრობა 14 წლით შეიცვალა. თუმცა, „ამნისტიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეღავათის შედეგად, მუხაძეს საბოლოოდ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე 2011 წელს მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარზე განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ეხება. გამოძიების მასალების თანახმად, ალექსანდრე მუხაძე და მეგის ქარდავა დაკავებულს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობას აღიარებინებდნენ. სასამართლომ მუხაძე ჯგუფურად განხორციელებულ წამებაში დამნაშავედ ცნო.